ვლადიმერ ნაჭყებია: სუფთა გარემოზე ზრუნვა თოთოეული ადამიანის მოვალეობაა


  • ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” ზედამხედველობის მობილური ჯგუფი 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ჯგუფის საქმიანობაზე და განხორციელებულ სამუშაოებზე “ზუგდიდელებთან” საუბრობს ზედამხედველობისა და კონტროლიორთა ჯგუფის უფროსი ვლადიმერ ნაჭყებია.

ვლადიმერ ნაჭყებია: „- ზუგდიდი მეორე ქალაქია თბილისის შემდეგ, სადაც ზედამხედველობის ჯგუფი განახორციელებს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს, საკრებულოს დადგენილებით მინიჭებული მუხლების თანახმად. ასევე ხდება სისტემატური მონიტორინგი კონტროლიორებთან ერთად, როგორც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ისე ქალაქის ტერიტორიაზე.

ჩვენი სამსახურის მიერ, 2017 წლის სექტემბრიდან, დაჯარიმებულია 1356 ფიზიკური და იურიდიული პირი, თანხა შეადგენს – 122 980 ლარს, გაფრთხილებულია 1338 ფიზიკური და იურიდიული პირი. 2021 წლის იანვრიდან, ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლები, რომელთა მიხედვით დაჯარიმების უფლება გვაქვს, ჯარიმის თანხა გაორმაგდა. ძირითადად, ნარჩენების მართვის კოდექსის X თავის 31 – 35-ე მუხლებით, 36 -ე მუხლის 1 და 2  ნაწილით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ხდება ჩვენი ჯგუფის რეაგირება. ეს ითვალისწინებს  როგორც მუნიციპალური ნარჩენებით, ასევე სამშენებლო, ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას.

ზედამხედველობისა და კონტროლიორთა ჯგუფის ყურადღების ცენტრშია  სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიები. განსაკუთრებით, საეკლესიო დღესასწაულების წინა დღეებში, სასაფლოების მეპატრონეებს, ღობის გარე პერიმეტრზე გამოაქვთ სამშენებლო, თუ მუნიციპალური ნარჩენი. ხშირად გვიწევს მივმართოთ “კეთილმოწყობის მართვის” ცენტრის შესაბამის სამსახურს, ან საკუთარი ძალებით ვასუფთავებთ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაწვავთ მუნიციპალურ არასახიფათო ნარჩენებს (ფოთლებს, ბაღის ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს) ღია წესით, სწორად გამოიყენეთ ნაგავშემკრები კონტეინერები, არ ჩაყაროთ სამშენებლო, ან აალებადი ნარჩენი და არ დაანაგვიანოთ გარემო. მინდა, მივმართო მოსახლეობას და ვუთხრა, რომ სამშენებლო ნარჩენის გატანა ხდება ჩვენი ცენტრის მიერ და საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ მითითებულ 0(415)-25-32-17, ან 595-22-25-31 და 555-41-49-99 ნომრებზე.

ჩვენი ჯგუფის მიერ, ქალაქში, უყურადღებოდ მოხეტიალე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონეთა უმრავლესობა გაფრთხილებულია, არ დაუშვან პირუტყვის უმეთვალყურეოდ ხეტიალი ქალაქის ტერიტორიაზე, არ მოხდეს პარკში, ან სკვერებში მწვანე ნარგავების დაზიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება საჯარიმო სანქციები. გაფრთხილების მიუხედავად, გვაქვს პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ხეტიალის შეთხვევები. ქალაქის ტერიტორიაზე დაჯარიმებული არიან 28 – მდე მოხეტიალე პირუტყვის მეპატრონები, მაგრამ მათი რაოდენობა 235-ს აჭარბებს, ხოლო მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა 750-მდეა. მრავალჯერ ინდივიდუალი გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობას კიდევ და კიდევ მოვუწოდებთ, რომ პირუტყვის უმეთვალყურეო ხეტიალი, ან მათ მიერ  მწვანე ნარგავების დაზიანება, ისჯება ჯარიმით ადმინისტრაციული კოდექსის 148-ე მუხლის მე- 4 ნაწილით (100 ლარი) და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით (50 ლარი).  გარდა მწვანე ნარგავების დაზიანებისა, უმეთვალყურეოდ მოხეტიალე პირუტყვი იწვევს საავარიო სიტუაციებს. ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დავტოვებთ მსხვილფეხა, ან წვრილფეხა პირუტყვებს მეთვალყურეობის გარეშე.

აღსანიშნავია, ისიც, რომ კონტროლიორთა ჯგუფი ახორციელებს მონიტორინგს მიმდინარე სამუშაოების დროულად შესრულებაზე, მის ხარისხზე. ჯგუფის მიერ ხდება მონიტორინგის შედეგების გაანალიზება და ინფორმაციის მიწოდება უბნის უფროსისთვის, ბრიგადირებისათვის, სამუშაოს მწარმოებლისათვის მისი გამოსწორების მიზნით, მოსახლეობიდან და მეწარმეებიდან მიღებული პრეტენზიების, შენიშვნების, წინადადებების და თხოვნების აღრიცხვა, ანალიზი და მისი მიწოდება დირექციისათვის, მკაცრი მონიტორინგის განხორციელება მყარი ნარჩენების მართვაში მოსახლეობის და მეწარმეების მიერ დაშვებულ დარღვევებზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება მათ მიმართ, მონიტორინგი მოსახლეობიდან და მეწარმეებიდან მათზე გაწეული მომსახურების მოსაკრებელის გადახდაზე ქუჩების, ბრიგადებისა და უბნების მიხედვით. მოსაკრებელის მაქსიმალურად ამოღების უზრუნველყოფის ხელშეწყობა. კონტროლიორთა ჯგუფის წევრები ასევე თანამშრომლობენ მოხეტიალე პირუტყვის დამჭერ ბრიგადასთან. კონტროლიორების სპეც.ტრანსპორტით მიზნობრივი გასვლები მოსახლეობის მოსაკრებლის გადახდასთან დაუწყების მიზნით ემსახურება მათი ცნობიერების ამაღლებასაც, რათა დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან და ვიზრუნოთ მასზე.

ჩვენი ჯგუფის საქმიანობაა დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან, აღვკვეთოთ სტიქიური ნაგავსაყრელი ადგილები. ვაწყობთ შაბათობებს და ვასუფთავებთ დანაგვიანებულ ტერიტორიებს, ვატარებთ სააგიტაციო მუშაობას როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობაში მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით, რომ სუფთა გარემოზე ზრუნვა თოთოეული ადამიანის მოვალეობაა.”

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 25 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!