თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), აღსადგენია ხიდის სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა. აღდგენითი სამუშაოებისთვის ტექნოლოგიური პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს. შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

უწყების ცნობით, 8 მაისიდან, 10 დღის განმავლობაში, ხიდის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე მოძრაობა შეიზღუდება ღამის საათებში: 22:00 საათიდან – 07:00 საათამდე. დღის საათებში მოძრაობა იქნება ორ ზოლზე.

„მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება ხიდის სამშენებლო სამუშაოები.

ამასთან, ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლოს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.

აღნიშნული შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 25 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!