- 25 დან 28 აპრილის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ ორგანიზებით, საჭადრაკო სასპორტო სკოლაში „ნონა“ გაიმართა საჭადრაკო ტურნირი – „ფავორიტი“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, „ფავორიტი“-ს პროგრამით ჩატარდა 6 ასაკობრივი ტურნირი 8, 10 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, მასში 120 – მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
უწყების ცნობით, პირველ ადგილის პრიზიორები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით, ხოლო მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები – მედლებით და დიპლომებით.
ასევე პირველი ადგილის პრიზიორი მოჭადრაკეების მწვრთნელებს გადაეცათ მედლები და დიპლომები.
ტურნირის საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის
პირველი ადგილი – ილია ნანავა / მწვრთნელი – გიორგი სართანია
მეორე ადგილი – მათე ნადარაია / მწვრთნელი – რეზო იზორია
მესამე ადგილი – თომა გამისონია / მწვრთნელი – გიორგი დარასელია
8 წლამდე გოგონათა შორის
პირველი ადგილი – მარიამი რიგვავა / მწვრთნელი – დავით თულაძე
მეორე ადგილი – ბარბარე ეშბა / მწვრთნელი – დავით თულაძე
მესამე ადგილი – ნინი კეკელია / მწვრთნელი – გიორგი დარასელია
10 წლამდე ჭაბუკთა შორის
პირველი ადგილი – ცოტნე ნანავა / მწვრთნელი – გიორგი სართანია
მეორე ადგილი – იოანე ანთია / მწვრთნელი – რეზო იზორია
მესამე ადგილი – დემეტრე ახალაია / მწვრთნელი – გიორგი დარასელია
10 წლამდე გოგონათა შორის
პირველი ადგილი – ბარბარე რიგვავა / მწვრთნელი – დავით თულაძე
მეორე ადგილი – ტაისია პაპავა / მწვრთნელი – ირაკლი გეთია
მესამე ადგილი – ლიზა აბსავა / მწვრთნელი – დავით თულაძე
13 წლამდე ჭაბუკთა შორის
პირველი ადგილი – ანდრია თოდუა / მწვრთნელი – ზვიადი ფაცია
მეორე ადგილი – თენგიზი ბეჭვაია / მწვრთნელი – გიორგი დარასელია
მესამე ადგილი – ანდრია ზარანდია / მწვრთნელი – ირაკლი გეთია
13 წლამდე გოგონათა შორის
პირველი ადგილი – ნია კვარაცხელია / მწვრთნელი – დავით თულაძე
მეორე ადგილი – ანასტასია ბეჭვაია / მწვრთნელი – დავით თულაძე
მესამე ადგილი – ანასტასია მესხია / მწვრთნელი – დავით თულაძე
მოწონება
კომენტირება
გაზიარება