დედა ენის დღე ზუგდიდში


  • დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

ინფორმაციისთვის: 1978 წლის ამ დღეს, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში მანიფესტაციები დაიწყო. საბჭოთა ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. თუმცა მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ 1990 წელს დაწესდა.

ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!