26 ივლისს, 12:00 სთ-ზედემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, მათ შორის ზუგდიდში (რუსთაველის 52), 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრები გაიხსნება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მდებარეობს საქართველოს 10 ქალაქში: ახალციხე, ბათუმი, გორი, მარნეული, ქუთაისი, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი. მედია ცენტრების გახნის ცერემონია დაიწყება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, დაგლას ბოლის ვიდეო მიმართვით.
მედია ცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებენ უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედია ცენტრები ასევე ხელსშეუწყობენ საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების სააერჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.
მედია ცენტრები შემდეგ ფუნქციებს შეასრულებენ:
მედია ბრიფინგების ორგანიზება; სხვადასხვაკანდიდატს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება; ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (განახლებული საოლქო საზღვრები, არჩევნების ადმინისტრირების პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, სრულყოფილი სია არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების შესახებ დაა.შ.)
არჩევნების დღეს მედია ცენტრებში ჩატარდება არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საქმიანობა: ბრიფინგები დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი ჯგუფებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის. მედია ცენტრები უზრუნველყოფენ შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას და მაღალი სიჩქარის ინტერნეტს. ცენტრში გარანტირებული იქნება უსაფრთხოდა ნეიტრალური სამუშაო გარემო.
მედია ცენტრების სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 – 19:00 სთ. არჩევნების დღეს მედია ცენტრები გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედია ცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ 2016 წლის დეკემრბის ჩათვლით.
მედია ცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)