თიბისი კამპუსი: ბიზნეს და ტექკურსების საუკეთესო სინთეზი


  • თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ.

თიბისისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომა პრიორიტეტია. სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებთან ერთად, თიბისი კამპუსი 18-24 წლის ახლაგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან,  სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით, საშუალებას აძლევს დაეუფლონ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს.

პროფესიონალ ლექტორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, თეორიულ ცოდნასთან ერთად,  თიბისი კამპუსის კურსდამთავრებულებს, მისცემს შესაძლებლობას, ამ დარგებში არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, გაუმკლავდნენ თანამედროვე საბაზრო გამოწვევებს და დასაქმდნენ მათთვის საინტერესო მიმართულებით.

„გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი. ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე, რაც არ მეგონა საერთოდ რომ მარკეტინგს ეხებოდა. ბევრი სტერეოტიპიც დამემსხვრა. სამომავლო დასაქმებისთვის ციფრული მარკეტინგის ცოდნა მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რადგან ამ მიმართულებას დღეს უკვე ყველა კომპანია იყენებს“ – კესო მეჭურჭლიშვილი, „თიბისი კამპუსის“ კურსდამთავრებული.

თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის ინტერესებს და კამპუსის პირველი ნაკადის მონაწილეებთან უკუკავშირის საფუძველზე წელს, არსებულ კურსებთან ერთად, სრულიად ახალ მიმართულებებს შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ პროგრამების რეგისტრაციის გახსნის თარიღებს და სიახლეებს ვებგვერდზე.

მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!