- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის “უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის“ კომისიამ, სოციალური სახლების მშენებლობასა და “ერთი თბილი ოთახის“ მოწყობაზე 2024 წელს შემოსული განცხადებების ადგილზე გადამოწმება დაასრულა.
უწყების ცნობით, გასულ წელს მერიაში 127 განცხადება შემოვიდა, რომელთაგან 82 სოციალური სახლების მშენებლობას, ხოლო 45 “ერთი თბილი ოთახის“ მოწყობას შეეხება.