წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ზუგდიდში


  • 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს მიერ, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა მდინარეების, ნაკადულების, ღელეების, წყალსაწრეტი არხების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების სამუშაოები.

“ზუგდიდიდასუფავების ცენტრის” ინფორმაციით, 48 სასოფლო ტერიტორიულ ერთეულში, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიწმინდა მდინარეების: ჩხოუშის, სინწის, კუჩხობონის, ჯუმის, ენგურის, უმპიას, აგრეთვე სხვადასხვა ნაკადულების კალაპოტები და მათი მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ანაკლია-განმუხურის ზღვის სანაპირო ზოლი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eight + 5 =

Akismet ანტისპამი