- 21 მარტი – მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეა. თოჯინების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივა ეკუთვნის ირანელ მეთოჯინე ჟივიდა ზოლფაღარიჰოს, რომლის წინადადება 2000 წელს UNIMA-ს XVIII კონგრესზე დამტკიცდა, რის შედეგადაც 21 მარტი მეთოჯინეთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
თოჯინები საუკუნეების განმავლობაში იცვლიდნენ როლს – თავდაპირველად რიტუალური და დამცველობითი ფუნქცია ჰქონდათ, შემდეგ კი ბავშვების საუკეთესო მეგობრები გახდნენ.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად, დადიანების მუზეუმი გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამაზე – “მაჭყუდია დედოფალას ისტორია – პირველი ქართული სათამაშოები”.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).
- ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.
- პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
- პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
- დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
- ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით.