- 17 მარტს, ფოთში, დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. დასავლეთ ზონის პირველ ლიგაში 21 ზუგდიდელმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათგან 6 მოიპოვა მედალი, მათ შორის 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
პრიზიორი ზუგდიდელი მოჭადრაკეები:
8 წლამდე გოგონათა შორის
მეორე ადგილი – ბარბარე ეშბა (მწვრთნელი – დავით თულაძე)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის
მეორე ადგილი – ანდრია ჯახაია (მწვრთნელი – ზვიადი ფაცია)
10 წლამდე გოგონათა შორის
პირველი ადგილი – ნია კვარაცხელია (მწვრთნელი – დავით თულაძე)
მესამე ადგილი – რიგვავა ბარბარე (მწვრთნელი – დავით თულაძე)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის
მესამე ადგილი – დემეტრე ძაპტაშვილი (მწვრთნელი – გიორგი სართანია)
12 წლამდე გოგონათა შორის
პირველი ადგილი – მესხია ანასტასია (მწვრთნელი – დავით თულაძე)
ხუთეულში გასულმა მოჭადრაკეებმა საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში. 6 ზუგდიდელ პრიზიორ მოჭადრაკესთან ერთად საგზურები, ასევე მოიპოვა ხუთეულში გასულმა 3 ზუგდიდელმა მოჭადრაკემ:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის
მეოთეხე ადგილი – თომა გამისონია (მწვრთნელი – გიორგი დარასელია)
8 წლამდე გოგონათა შორის
მეოთხე ადგილი – მარიამ რიგვავა (მწვრთნელი – დავით თულაძე)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის
მეოთხე ადგილი – საჯაია დიმიტრი (მწვრთნელი – გიორგი დარასელია).