თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე მოძრაობა სრულად 23 მარტს აღდგება


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისათვის, უკვე ჩასხმულია ბეტონი, რომლის საჭირო მდგრადობის მინიმალურ დროში მისაღწევად გამოყენებული იქნა შესაბამისი დანამატები. ბეტონის გაშრობისთანავე მოეწყობა ასფალტის საფარი და 23 მარტს, კვირას, ხიდზე სრულად აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“ამასთან, ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლობს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით

მდინარე არაგვის ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას. 2024 წელს მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და უახლოეს მომავალში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.”-აღნიშნულია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!