- ლონდონის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია დადიანების მუზეუმის მიერ, გამოცემული “ზუგდიდის დადიანების სასახლეები” – გზამკვლევი, რომელიც უნიკალური კვლევითი ნაშრომია სამეგრელოს სამთავროს რეზიდენციის შესახებ.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წიგნში დეტალურად არის აღწერილი დადიანების სასახლეთა კომპლექსის არქიტექტურული თავისებურებები, ისტორიული მნიშვნელობა და კულტურული ფასეულობები. მასში ასევე შეგიძლიათ იხილოთ უნიკალური საარქივო ფოტომასალა და დოკუმენტაცია.
“გახარებული ვართ, რომ ჩვენი გამოცემა ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას საერთაშორისო ასპარეზზე. დაინტერესებულ პირებს გზამკვლევის შეძენა შეუძლიათ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.”-აღნიშნულია დადიანების სასახლის ადმინისტრაციიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.