მიხეილ სარჯველაძე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა


  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ის პაციენტები მოინახულა, რომლებიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და სამედიცინო სერვისს, ზუგდიდში, რუხის კლინიკაში იღებენ. მინისტრი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და 8 მარტი მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რეგიონში მცხოვრებ და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას უწევს. მისივე თმით, სახელმწიფო განაგრძობს აღნიშნული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დაწესებულების განვითარებას, რათა პაციენტებმა, სახლთან მაქსიმალურად ახლოს, შეძლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება.

ინფორმაციისთვის: რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის, მინიჭებული აქვს KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!