- მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვის ორი „კანდიდატი“, ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა იბრძვის.
ინფორმაციისთვს: ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ბადრა გუნბამ ხმების 46,38% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ 36,92%.