- უამინდობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 51 საჯარო სკოლიდან სამში სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერდა.
როგორც “ზუგდიდელებს” ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ განუცხადა, სასწავლო პროცესი შეჩერდა სოფელ ჯუმის, სოფელ აბასთუმნის და სოფელ ოდიშის პირველ საჯარო სკოლებში.
მამუკა ბულია: “დიდთოვლობამ სოფელ ჯუმის, სოფელ აბასთუმნის და სოფელ ოდიშის პირველ საჯარო სკოლებში შექმნა პრობლემა, რადგან ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია. შესაბამისად შევწყვიტეთ სწავლა ორი დღით. გაცდენილი საათები შაბათ-კვირას ანაზღაურდება. სხვა სკოლებში შეუფერხებლად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, არის ელექტროენერგია და გათბობა“.