ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული ზუგდიდში


15 ივლისი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია, ზუგდიდში ბრძანდება ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი და ამ ხატის სახელობის ეკლესია, ამიტომ ვლაქერნობა ქალაქში განსაკუთრებით აღინიშნება. დღესასწაულს ამაღლებულს ხდის მუზეუმში დავანებული სიწმინდის, ღვთისმშობლის კვართის  გამობრძანება მოსალოცად. 
წელიწადში ერთხელ, ვლაქერნობას, 15 ივლისს მსოფლიოს ქრისტიანებს შესაძლებლობა აქვთ ჩამობრძანდნენ ზუგდიდში და  პატივი მიაგონ ღვთისმშობლის საფარველს, რომელიც, როგორც ამბობენ, მრავალ სასწაულს ახდენს რწმენით მომლოცველი მრევლისათვის.

ზუგდიდს დღეს ასეულობით სტუმარი ჰყავს. კვართის მოსალოცად ჩამოსული არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან.

დილიდან, სასულიერო და საერო პირებმა დიდი პატივით გადმოაბრძანეს კვართი დადიანების სახელობის მუზეუმიდან ქალაქის მშენებარე ტაძარში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ougIGBXXcb4[/embedyt]

ქალაქს ესტუმრა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე მინისტრთან ერთად.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვართის ზუგდიდში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა სრულიად სამეგრელოსათვის. მან დღესასწაული მიულოცა ზუგდიდელებს და საქართველოს და ქვეყანას მშვიდობა და წინსვლა უსურვა. პრემიერს საჩუქრად გადასცეს ხატი, რომელზეც კვართია გამოსახული.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=tLL-S0C8iRo[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!