ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს


  • წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით რუხის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდეგ ბავშვებმა კლასის ხელმძღვანელთან – ნატო ჯანაშიასთან ერთად ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, წიგნთან მეგობრობაზე, წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს მათზე შესრულებული ილუსტრაციები.

პატარებმა ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three + 11 =

Akismet ანტისპამი