- სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის №1 საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა მებონია, თავის ფეისბუქგვერდზე სკოლის კიდევ ერთ წარმატებაზე წერს:
“კახათის პირველი საჯარო სკოლა ღებულობს შემოთავაზებას პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაზე გერმანიის ორი წარმატებული გიმნაზიიდან. ესენია ჰამბურგის სტრუნზეს გიმნაზია (ტალანტების სკოლად წოდებულიო) მუსიკის, ხელოვნების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრიორიტეტული სწავლებით და გუსტავ ჰაინემანის გიმნაზია დინსლაკენში, სადაც სტემ-ის საგნების და ე.წ. კრეატიული დისციპლინების განვითარებას, ევროპული ენების სწავლებას და მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფას ექცევა ყურადღება. ორივე გიმნაზიას აქვს მდიდარი მედიათეკა, ციფრული სწავლების პლატფორმები და თანამედროვე ტიპის ლაბორატორიები. გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით – ჩემს მოსწავლეებს!”