მარიამ სიჭინავა კიდევ ერთხელ დააჯარიმეს


  • ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, პარტია “დროას” წევრი, მარიამ სიჭინავა, აქციებზე პირსაბურავის ტარებისთვის ისევ 2000 ლარით დააჯარიმა.

აქტივისტმა პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზი დატოვა. მანდატურმა სასამართლოს დარბაზი დაატოვებინა, აქტივისტ კერენ ესებუას შეძახილისთვის: “თავისუფლება მზია ამაღლობელს”. სხდომის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილების გამოცხადებისას კი სამოქალაქო აქტივისტმა შაკო ესართიამ ტელეფონის საშუალებით “შაპიტოს ცირკის მუსიკა” ჩართო. მანდატურმა დარბაზიდან ისიც გააძევა.

აქტივისტი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში, სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების ნიღბით მივიდა. აქტივისტი, შალვა ესართია კი სპეცაგენტის ფორმით იმყოფებოდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!