- უწყვეტი პროტესტის 56-ე დღეს აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ გუბერნიის წინ. ისინი ახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
ინფორმაციისთვის: მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.