- აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ გუბერნიის შენობასთან. აქციის ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ შეკრებილებს.
აქციის მონაწილეებმა, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადეს ”ნეტგაზეთის” და ”ბათუმელების” დამფუძნებელს, დაპატიმრებულ მზია ამაღლობელს.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის დაწყების დრო იცვლება და ხვალიდან, ისინი 18 საათზე შეიკრიბებიან, ნაცვლად 17 საათისა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.