- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს და გააპროტესტეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული 2025 წლის ბიუჯეტი.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები 2025 წლის ბიუჯეტს მხოლოდ სახელფასო ბიუჯეტს უწოდებენ და აპროტესტებენ მის მიღებას და იმას, რომ ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს საკრებულოს სხდომაზე მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. “ეს ბიუჯეტი არ ასახავს ზუგდიდელების ინტერესს, მასში მხოლოდ გათავლისწინებულია, სახელფასო ინტერესები, არ გვაქვს ბიუჯეტი, ეს გახლავთ მხოლოდ სახელფასო ფონდი…” ასეთია ფრაქციის პოზიცია.
დღეს, ზუგდიდის საკრებულომ დაამტკიცა 2025 წლის ბიუჯეტი, რომელიც 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა.