პროტესტის 21- ე დღე ზუგდიდში


  • ოცდაამერთე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ზუგდიდში. აქციის მონაწილეები შეიკრიბდნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდელ მოქალაქეთა ერთი ნაწილი, ახალგაზრდები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციური კოალიციის წევრები აპროტესტებენ სახელისუფლებო განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. იმავდროულად აპროტესტებენ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!