- თერაპიული ჩვენებები, თუ როდის შეიძლება დაგინიშნოთ თქვენმა მკურნალმა ექიმმა მედიკამენტი დეტრალექსი, შემდეგია: მწვავე ჰემოროიდული შეტევა — ბუასილი, ან ვენების ქრონიკული დაავადება.
თერაპიულ ჩვენებებთან და მიღების წესთან დაკავშირებით დეტრალექსის შესახებ საინფორმაციო ბლოგი შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ სტატიაში კი, იმ საყურადღებო ფაქტებს გავუსვამთ ხაზს, რაც სასურველია, რომ მედიკამენტის მიღებამდე იცოდეთ.
დეტრალექსის შედგენილობა და გამოყენების მეთოდი
დეტრალექსი 1000მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტია. მწარმოებელი ქვეყანა საფრანგეთია და ერთ შეკვრაში 18, 30 ან 60 ტაბლეტია. პრეპარატი დეტრალექსი შედეგება მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონიდის ფრაქციისგან, რომელიც თავის მხრივ შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: დიოსმინი 90%, ფლავონოიდები ჰესპერიდინის ფორმით: 10%, ნესტის საშუალო მასური წილი; დამხმარე ნივთიერებები კი შემდეგია: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
დოზირებისა და გამოყენების მეთოდის შესახებ ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ერთი ტაბლეტი დღეში უმჯობესია, დილას ჭამის დროს მიიღოს პაციენტმა. თუმცა ჰემოროიდული შეტევის, ბუასილის დროს იგი შესაძლოა დაინიშნოს: 3 ტაბლეტი დღეში, მკურნალობის დაწყებიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში. შემდეგი 3 დღის განმავლობაში კი — 2 ტაბლეტი დღეში.
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ადამიანისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობის ფორმა, დოზირება და გამოყენების მეთოდი ინდივიდუალურია, ამიტომაც როდესაც დეტრალექსის მიღებას გადაწყვეტთ, იხელმძღვანელეთ მხოლოდ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებით.
რა უნდა ვიცოდეთ დეტრალექსის მიღებამდე?
სტატიის წინა თავში დეტრალექსის შედგენილობა გაგაცანით, ყურადღებით გაეცანით წამლის ანოტაციას, რადგანაც დეტრალექსის მიღება არ შეიძლება, თუკი თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ მოქმედ ნივთიერებებზე, ან ნებისმიერ დამხმარე კომპონენტზე.
ორი მთავარი ჩვენება, როდესაც დეტრალექსს იღებენ პაციენტები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის ვენური დაავადება, ან ბუასილი. თუმცა სანამ დეტრალექსს მიიღებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ თქვენს დიაგნოზში.
არ ენდოთ ნაცნობ-მეგობრების რჩევებს, ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას ინტერნეტ-წყაროებში და არ დაიწყოთ დეტრალექსის მიღება თვითნებურად. შეიძლება თქვენ გაწუხებდეთ ანალური სისხლდენა, ან ტკივილი, მიიღოთ თვითნებურად დეტრალექსი, მაგრამ წამლის მიღების მიუხედავად, არ გაქრეს ეს სიმპტომები, რადგანაც ეს ჩვენებები ბუასილის გარდა, შესაძლოა, სხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. ამიტომ იყავით ყურადღებით, სანამ დეტრალექსის მიღებას გადაწყვეტთ.
თუ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა სახის პრეპარატს, აუცილებლად უთხარით ამის შესახებ მკურნალ ექიმს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი არასასურველი ურთიერთქმედება დეტრალექსსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის.
თუკი გეგმავთ ორსულობას, ან ხართ უკვე ორსულად არ მიიღოთ დეტრალქსი ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ხოლო თუკი კვებავთ ბავშვს ძუძუთი, თავი შეიკავეთ დეტრალექსით მკურნალობისგან.
დეტრალექსი ინახება არაუმეტეს +30°C ტემპერატურაზე, გამოყენებამდე ყურადღება მიაქციეთ პრეპარატის ვარგისიანობის ვადა. არ მიიღოთ დეტრალქსი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაითვალისწინეთ, რომ დეტრალექსის მიღებისას დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ყველაზე ხშირად, დოზის გადაჭარბების სიმპტომები შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოიკვეთოს და შესაძლოა იყოს: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, ან გამოიხატოს კანზე -ქავილის, ან გამონაყარის სახით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.[1]
კარგი იქნება თუ ტექსტში სადმე ვახსენებთ PSP-ს, ონლაინ-აფთიაქს, PSP-ს სააფთიაქო ქსელს, პსპ აფთიაქს და ა.შ, რათა მოხდეს მთავარი გვერდის გადალინკვაც.