- ზუგდიდში, გუბერნიასთან, ისევ შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და არასამთავრობოებო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი 28 ნოემბრის შემდეგ, დედაქალაქის აქციის მონაწილეთა პარალელურად, აგრძელებენ პროტესტის გამოხატვას 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერების თაობაზე.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პოეტები, სტუდენტები, მოსწავლეები, პოლიტიკოსები.
აქციის მონაწილეებმა ისევ ქალაქის ცენტრში მოაწყვეს მსვლელობა. გადაკეტილია ქალაქის ცენტრში შემომავალი სატრანსპორტო გზები. ტრადიციულად მსვლელობის დასრულების ადგილი გუბერნიაა. აქციის მონაწილეები აქ ისევ აგრძელებენ სიტყვით გამოსვლას და რჩებიან გვიანობამდე,-პარალელურად თვალს მიადევნებენ ეკრანზე თბილისში მიმდინარე აქციებს. გუბერნიის პარამეტრზე ისევ არიან პოლიციელები.