მორიგი საპროტესტო აქცია ზუგდიდში


  • ზუგდიდში, გუბერნიასთან, ისევ შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, არასამთავრობოების წარმომადგენლები. ისინი 28 ნოემბრის შემდეგ, დედაქალაქის აქციის მონაწილეთა პარალელურად, აგრძელებენ პროტესტის გამოხატვას 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერების თაობაზე. მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების და ”ქართული ოცნების” ლიდერების განმარტებისა, მათთვის არ არის დამაჯერებელი რომ ქვეყანა არ უხვევს ევროინტეგრაციის გზიდან.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პედაგოგები.

აქციაზე იმყოფება ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია, რომელმაც სიტყვით მიმართა შეკრებილებს.

აქციის მონაწილეებმა, სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, აქციის მონაწილეებს.

აქციას შეუერთდნენ სპეციალური საჭიროებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები და მშობლები, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ აქცია დაასრულეს მერიასთან.

როგორც ყველა აქციაზე, დღესაც, აქ, მობილიზებულია პოლიცია გუბერნიის წინა პერიმეტრზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!