ზუგდიდში დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა


  • ზუგდიდში, მოქალაქე აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, საპროტესტო მსვლელობა გამართეს ქალაქის ქუჩებში. ისინი, შეძახილით „გამოდი“, მოუწოდებდნენ მოქალაქეებს შემოერთებოდნენ აქციას.

აქცია სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან დაიწყო. შემდეგ გაიმართა მსვლელობა ქალაქის ქუჩებისკენ. რამდენიმე ლოკაციაზე, აქციის მონაწილეებმა, მსვლელობის პარალელურად, გადაკეტეს საავტომობილო გზები. მარშრუტი ასეთი იყო: გუბერნია, მერია, პოლიციის სამმართველო, სასამართლო, პროკურატურა და ისევ გუბერნია, სადაც დასრულდა აქცია და დაანონსდა, რომ გაგრძელდება ხვალ 15:00 საათზე ქალაქში.

მთელი დღის განმავლობაში, შეინიშნება სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება – თუმცა, მათსა და აქციის მონაწილეებს შორის გამოხატულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. “გადმოდით!”-ასე მიმართავდნენ მათ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეები ითხოვენ თბილისში დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებასაც.

ინფორმაციისთვის: საპროტესტო აქცია მოჰყვა საქართველოს პრემიერის 28 ნოემბრის განცხადებას, სადაც მან დააფიქსირა, რომ საქართველოს მთავრობა და “ქართული ოცნება”, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, არ აპირებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე. პრემიერის ამ განცხადებას 28 ნოემბერს დღის მეორე ნახევარშივე საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველზე, რომელიც სამართალდამცავებმა, ღამის ორ საათზე, წყლის ჭავლით დაშალეს. ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც აქციის დაშლის პერიოდში. დაშავებულ მოქალაქეებს შორის არიან ჟურნალისტები და თავად სამართალდამცავები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!