ზუგდიდელი ძალოსნების წარმატება


  • ჩაქვში მდებარე ოლიმპიური პრიზიორის, ირაკლი თურმანიძის სახელობის დარბაზი U15 ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატსა და ირაკლი თურმანიძის სახელობის სამდღიან ტურნირს მასპინძლობდა.

შეჯიბრში მონაწილეობა ზუგდიდის U15 ძალოსანთა ნაკრები გუნდიც იღებდა მონაწილეობას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდელმა ძალოსნებმა 4 ოქროს, 6 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

გოგონათა კატეგორიაში სინკლერის სპეციალური ცხრილის მიხედვით დაჯილდოვდნენ ზუგდიდელი ძალოსანი გოგონები: ლიზი ვეკუა და ელენე ლიპარტია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × 1 =

Akismet ანტისპამი