- ფოტოზე აღბეჭდილი სკამი წერეთლის ქუჩის დასაწყისშია, – წალენჯიხის მიმართულებით გადაადგილებისას, მოქალაქეები აქ ელოდებიან თავიანთ ტრანსპორტს.
რამდენიმე წლის წინ, ეს სკამი აქ რომ დაიდგა, მგზავრები მადლიერებას გამოხატავდნენ. ახლა, სამწუხაროდ, ასეა გადატეხილი მისი საზურგის ერთი ნაწილი, რომელიც ალბათ, შესაბამისი სამსახურების მიერ მალე შეკეთდება, მაგრამ… ბარემ წალენჯიხელების სათხოვრსაც გავაჟღერებთ – აქ, ამ ადგილზე, მოსაცდელის გაკეთებას ითხოვენ, – პატარა მოსაცდელის, რომელიც მგზავრებს, სასურველი ტრანსპორტის მოსვლამდე, დარში თუ ავდარში შეიფარებს. იქნებ, ზუგდიდის მერიამ გაითვალისწინოს მგზავრების თხოვნა მომავალი წლის ბიუჯეტში.