- ზუგდიდელი ძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ძალოსანმა აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პოლონეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ვეკუამ იასპარეზა.
ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ვეკუამ ატაცში დაძლეული 153 კილოგრამით მე-6 პოზიცია დაიკავა.
ძალოსანმა აკვრაში თავი 193 / 200 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. ვეკუამ ორჭიდში მოგროვილი 353 კილოგრამით მეოთხეა.