ციალა ჯოჯუას საცხოვრებელ ბინაში სარემონტო სამუშაოები განახლდა. ბინაში ორი მუშა ორ კვირაზე მეტია მუშაობს. როგორც ციალა ჯოჯუას ქალიშვილი ლალი ცირდავა „ზუგდიდელებთან“ აცხადებს, მასთან იმყოფებოდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მამუკა ციმინტია, რომელიც დაპირდა სარემონტო სამუშაოების ბოლომდე შესრულებას და ხარვეზების გამოსწორებას. „კონკრეტული ვადები არ უთქვამთ, მთავარია საქმე ბოლომდე მიიყვანონ, რაც შეეხება ბინის გადაფორმებას საკუთრებაში, დაპირებიდან ექვსი თვე გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0HadItNys0E[/embedyt]
ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.