- ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისთვის.
ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება, სამუზეუმო სივრცეში მოეწყობა გამოფენები.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 18.8 მილიონი ლარი შეადგინა.