- დღეს, ზუგდიდში, მთავარ მოედანზე, “ქართული ოცნების” ლიდერებმა რეგიონული შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე იმყოფებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. “ოცნების” ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ახალი სამედიცინო აღჭურვილობა დაავთვალიერა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად, ზუგდიდში დევნილი ოჯახების ბინების მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.