დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ტარდება


  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ტარდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს 11:00-16:00 საათებში შემდეგ მისამართებზე:

• მარტვილი – გახოკიძის ქ.N5

• აბაშა – ჩიქოვანის ქ.N13

• სენაკი – რუსთაველის N235

• ხობი – ც. დადიანის N185

• ჩხოროწყუ – აღმაშენებლის N11

• წალენჯიხა – გამსახურდიას N9

• ფოთი – კოსტავას ქ.N193

• მესტია – ბ. კახიანის ქუჩა აეროპორტის მიმდებარედ

• ზუგდიდი – კ. გამსახურდიას 1 შესახვევი N 4.

“წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, ყველა რგოლის ჩართულობითა და კოორდინირებული მუშაობით, ერთად გავუმკლავდეთ ცოფთან ბრძოლის პროცესში არსებულ წინაღობებს და მივაღწიოთ საერთო მიზანს – ძაღლებისგან მომდინარე ცოფის ელიმინაცია 2030 წლისთვის.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

:


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

10 − nine =

Akismet ანტისპამი