- 2024 წლის ზაფხულის სეზონი მსოფლიოში ყველაზე ცხელი იყო. ამის შესახებ კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის მონაცემებშია ნათქვამი.
2024 წელი ყველაზე ცხელი იყო ევროპაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს რეკორდულად აღემატება და 1,54 გრადუსით მაღალი დაფიქსირდა.
„2024 წლის ბოლო სამი თვე ყველაზე ცხელი იყო. ივნისსა და აგვისტოში დაფიქსირებულმა ჰაერის ტემპერატურამ ყველა რეკორდს გადააჭარბა“,- აღნიშნულია კოპერნიკის განცხადებაში.
კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურში აცხადებენ, რომ თუ ქვეყნები სასწრაფოდ არ შეამცირებენ სათბურის გაზების გამოყოფას, ექსტრემალური ამინდი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. მათივე ინფორმაციით, წიაღისეული საწვავის წვის შედეგად სათბურის გაზების გამონაბოლქვი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
წყარო