ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო ბანერების განთავსებას სხვადასხვა ტერიტორიებზე. საარჩევნო სუბიექტების პლაკატები განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე : ცოტნე დადიანის, ქუჯის, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ქუჩებზე, გულუას, თამარ მეფის, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბერიას ქუჩის დასაწყისში, კ. გამსახურდიას, თამარ მეფის ქუჩის ბოლოს, პუშკინისა და სოხუმის ქუჩის გადაკვეთაზე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუ ამბობს, რომ დღეიდან საარჩევნო სუბიექტს, თითოეულ პარტიას ექნება ინფორმაცია, იმისათვის, რომ ცივილურ, ნორმალურ გარემოში, ჩაატრონ საარჩევნო კამპანია.