- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტი “გამხმარი ხეების ახალი სიცოცხლე“ დაიწყო.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამხმარი ხეების მორებისაგან ხის დეკორატიული ქანდაკებები შეიქმნება.
ამ ეტაპზე დასრულებულია ორი ქანდაკება, რომელიც განთავსდა ბოტანიკური ბაღის სხვადასხვა ლოკაციაზე.
ქანდაკებების ავტორები არიან რობერტი აბსანძე და ზური შანავა.