ფრთხილად: მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება


  • გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს საქართველოს მოსახლეობას, რომ 21 – 22 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.„აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

11 − 2 =

Akismet ანტისპამი