“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული ადგილობრივი ბიუჯეტი“


  •  ასოციაცია “დეამ“ განახორციელა პროექტი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული ადგილობრივი ბიუჯეტი“. პროექტის მიზანი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული  სერვისების ასახვის ხელშეწყობა ადვოკატირების გზით. პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება-ინიცირება  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების შემუშავება–ამოქმედებისთვის. კვლევის მიზანი გახლდათ შეგვესწავლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოცემული მომსახურებების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის.

როგორც ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა, “ზუგდიდელებთან“ ამბობს, კვლევამ აჩვენა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მთელი ქვეყნის მსგავსად, შშმ პირები, ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფია. ის  განმარტავს, რომ მათთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს ხარისხიანი განათლება და დასაქმება. ასევე, შშმ პირთა ოჯახების დიდი ნაწილი მნიშვნელოვან ეკონომიკურ დეპრივაციას განიცდის და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ვერ ახერხებენ იმ სამედიცინო, თუ სხვა ხარჯის დაფარვას, რაც დამატებით აქვთ შშმ პირებს.

მადონა ხარებავა: “-პროექტის სამიზნე ჯგუფი გახლდათ შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. კვლევა დაეფუძნა შერეულ მეთოდებს. გამოყენებული იყო რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. რაოდენობრივი მონაცემები შეგროვდა ადგილობრივი შშმ პირების სატელეფონო გამოკითხვით, ხოლო თვისებრივი მონაცემები, ადგილობრივ შშმ პირებთან და შშმ ბავშვების მშობლებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფებით. რაოდენობრივი კვლევა დაეფუძნა ხელმისაწვდომ შერჩევას, ხოლო თვისებრივი კვლევა მიზნობრივ შერჩევას. კვლევამ ძირითადი მიგნებები გამოავლინა. აღსანიშნავია ის გადადგმული დადებითი ნაბიჯები, რასაც ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. კვლევამ, აჩვენა, როგორც მთელ საქართველოში, შშმ პირები მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ისინი მეტ – ნაკლებად, იზოლირებულნი არიან და ნაკლებად ჩართული საზოგადოებივ ცხოვრებაში. აღმოჩნდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შშმ პირებისთვის შეთავაზებული მომსახურებები მრავალფეროვანია სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ პროგრამებთან შედარებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგუალარულად ვითარდება ახალი მომსახურებები. კვლევამა ასევე აჩვენა, რომ შშმ პირთა უმეტესობა არ არის გათვიცნობიერებული იმ სერვისების შესახებ, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია და რა ვალდებულებაც აქვს. მესმის, ისინი, ყველა ბენეფიციართან ვერ მივლენ, მაგრამ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. აქ ჩვენი, არასამთავრობო ორგანიზაციების როლიც მნიშვნელოვანია. ჩვენ, ვცდილობთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია შშმ პირებს, მათ ოჯახებს, რომ ჩაერთონ ამა თუ იმ სერვისში. უნდა ითქვას, რომ მუნიციპალიტეტი სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციებს ავრცელებს სოციალური ქსელებით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყველას არ შეუძლია, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს და შშმ მარტოხელა პირებს, ისარგებლონ ინტერნეტით. ამიტომ, აუცილებლად  უნდა გამოვიყენოთ ინფორმირებულობის სხვადასხვა მექანიზმი და მეთოდი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მერიის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების ჩართულობა. კარგი იქნება, თუ ადმინისტრაციული ერთეულების შენობაზე გამოიკვრება საინფორმაციო დაფა, ამა თუ იმ სერვისის შესახებ. კიდევ ერთი დიდი პრობლება, რომელსაც შშმ პირები განიცდიან, არა მხოლოდ ზუგდიდის მუნციპალიტეტში, ზოგადად საქართველოში, ის არის, რომ შშმ პირებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე. ამ კუთხითაც ძალიან ბევრია სამუშაო.

კვლევამ გამოავლინა თითქმის იგივე საჭიროებები, რაც 2019 წლის კვლევის დროს გამოვლინდა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. არადა, 2020 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ. თურმე, ამ დროის განმავლობაში, ქვეყანაში თითქმის არაფერი შეცვლილა.

ადგილობრივ შშმ პირებში კვლავ აქტუალურია ფინანსური დახმარება და ის მომსახურებები, რომლებიც ფინანსურ და მატერიალურ მდგომარეობას ეხება: კომუნალური გადასახადების თანადაფინანსება, მგზავრობის ხარჯების თანადაფინასება, სამედიცინო მომსახურებების ხარჯების თანადაფინანსება და საკვებით უზრუნველყოფა. გამოიკვეთა “პერსონლაური ასისტენტის“ მომსახურების მნიშვნელობა განსაკუთრებით შშმ ბავშვებისთვის. 2025 წლიდან, ახალი კანონი, ავალდებულებს ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, რომ დანერგოს ეს სერვისი. ამ სერვისის პილოტირება აჭარაში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. “პერსონალური ასისტენტის სერვისი“, რომ დაინერგოს, მუნიციპალიტეტებმა, გარკვეული სამუშაოები უნდა განახორციელონ. “პერსონალური ასისტენტის სერვისი“ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით, ჯერ კიდევ არაფერი არ არის გაკეთებული. კვლევის შედეგების ნახვის შემდეგ, “პერსონალური სერვისის“ შესახებ სოციალური რგოლი დავამზადეთ, რომელიც გადის “ევრონიუს ჯორჯიაზე“. კლიპში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საუბრობს „პერსონალურ ასისტენტზე“ და მის მნიშვნელობაზე.

პროექტის განხორციელების პერიოდში, მოხდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, რამაც გამოიწვია ხელისუფლების დამოკიდებულების შეცვლა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და კომუნიკაციის შესუსტების გამო, ვერ ჩატარდა პროექტით დაგეგმილი ტრენინგები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიუხედავად ამისა, ჩვენ, პროექტის შედეგად მიღებული კვლევის შედეგებს, რეკომენდაციებს და მონიტორინგის ანგარიშს გავუგზავნით ხელისუფლებას, რომ შშმ პირთა საჭიროებები აისახოს 2025 წლის ბიუჯეტში. ვიმედოვნებთ, რომ 2025 წლის ბიუჯეტის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება კვლევის შედეგები.”

საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ

პროექტი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული ადგილობრივი ბიუჯეტი“ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!