ნიკოსეულ სასახლეში გაიხსნა გამოფენა “უფლისწულის გალერეა“


  • ნიკოსეულ სასახლეში გაიხსნა მუდმივმოქმედი გამოფენა სახელწოდებით – “უფლისწულის გალერეა“.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკოსეულ სასახლეში გამოფენილია ევროპელი მხატვრების ფერწერის, გრაფიკის, გრავიურის ნიმუშები, ფრაჟეს, ფაიფურის ნივთები და ნაქარგობები.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში რესტავრირებული ექსპონატები: ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი-მინგრელსკის, ალექსანდრე თეოდორეს ძე ადლერბერგის პორტრეტები, უფლისწულ ნიკო დადიანის სამთავრო გერბი.

გრანტის ფარგლებში რესტავრირდა დარბაზებში გამოფენილი ინგლისელი მხატვრების თომას ბლინქსის, შტურგესის, ფერინგის ინგლისური დოღის და ნადირობის სცენების ამსახველი გრავიურები, უფლისწულ ნიკო დადიანის კუთვნილი ბულეს სტილის მაგიდა, სტერეოსკოპი, ყუთი სამშვენისებისთვის პასტორალური სცენებით. რესტავრაციის პროცესი მიმდინარეობდა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით და მხარდაჭერით. სამინისტროს დაფინანსებით უფლისწულის სასახლის სრული გადაიარაღება მოხერხდა, რამაც საშუალება მოგვცა საგამოფენო დარბაზები სრულად დაგვეტვირთა ხელოვნების სასახლე- კულტურის ისტორიის მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, უმაღლესი ოსტატობით რესტავრირებული ექსპონატებით.

“უფლისწულის გალერეა”-ში წარმოდგენილია ივანე ტიურინის მიერ შესრულებული ფერწერული ტილო ნიკო დადიანი მინგრელსკის პორტრეტი. პრინცი პორტრეტზე წარმოდგენილია სამხედრო ფორმაში; მარცხენა ხელში უჭირავს ტემლაკიანი ხმალი. აქვე იხილავთ დადიანების საოჯახო ფოტოკოლექციიდან: მერი ადლერბერგი, ნიკო და მერი ოჯახურ გარემოცვაში.

ალექსანდრე ადლერბერგის პორტრეტი შესრულებულია თეოდორ ბუროვის მიერ. ადლერბერგი ნიკო დადიანის სიმამრი, მერი ადლერბერგის მამა, გახლდათ რუსეთის საიმპერატორო კარის მინისტრი. ნიკო დადიანმა და მერი ადლერბერგმა ქორწინებისას საჩუქრად მიიღეს კრასოვსკის მიერ მოხატული ორი დიდი ლარნაკი სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად, მათ შორის ალბომი, რომელშიც მოთავსებული იყო ევროპელი მხატვრების მიერ შესრულებუკლი საქართველოს ხედები.

“გამოფენაში დამთვალიერებელი იხილავს ფრანგი მხატვრის პარამონ პიერ ბლანშარის თვალით დანახულ საქართველოს. მან საქართველოში იმოგზაურა მე-19 საუკუნის 50-იან წლებში, საქართველოს ბუნებით მოხიბლულმა შექმნა ჯერ ესკიზები შემდეგ კი გრაფიკული ნამუშევრები: “მცხეთა“, თბილისი“, ,,დარიალის ხეობა‘’. ასევე იხილავთ გერმანელი მხატვრის ფრიდრიხ ფრიშის გრაფიკულ ნამუშევრებს საქართველოსა და კავკასიის ხედებით. მან თავის დროზე საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები ასახა ესკიზებში და საჩუქრად მიართვა სამეგრელოს უფლისწულ ნიკო დადიანს ქორწინებისას, მოგვიანებით ამ ესკიზების საფუძველზე მხატვარმა შექმნა ხუთი მონუმენტური ტილო, რომელიც დღეს გამოფენილია დედოფლისეული სასახლის საგამოფენო სივრცეში.

აქვე იხილავთ დადიანების უნიკალური ბიბლიოთეკის ნაწილს, რომელშიც წარმოდგენილია XIX საუკუნის ფრანგული, ინგლისური, იტალიური და გერმანული სამეცნიერო-მხატვრული ლიტერატურა,აქ დაცულია რარიტეტული გამოცემები,ყველაზე უადრესი, 1654 წლით დათარიღებული,ნეაპოლში გამოცემული არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“,მნიშვნელოვანია ნაპოლეონის კორესპონდენციები,XIX საუკუნის ფრანგი გამომცემლის ლარუსის ენციკლოპედიები, ევროპული კლასიკური მუსიკალური საგანძური, უფლისწულმა კიდევ უფრო გაამდიდრა წინაპართა მიერ დატოვებული კოლექცია, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. იყო ქველმოქმედი, მან საჩუქრად გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნაწილი დადიანების ბიბლითეკისა, რითაც უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა ფართო საზოგადოებისთვის.

გამოფენილია დადიანების პირადი ნივთებიდან ფრაჟეს, ფაიფურისა და ძვლის კოლექციების ნაწილი: ფრანგული საწერი მაგიდის მოწყობილობები, ფრაჟესა და სპილოს ძვლისგან დამზადებული სუვენირები. გრიგოლ გაგარინის გრაფიკული ნამუშევარი – ,,სამხედრო კაბინეტი“, უცნობი მხატვრის პეიზაჟი-ზამთარი, იტალიელი გრავიორის იგნაციო პოვონის რეპროდუქცია ,,მაცხოვარი ეკლის გვირგვინით“ და წმინდანად შერაცხული რომის დედოფალ ალექსანდრას პორტრეტი.

ნიკო დადიანი გატაცებული იყო ნადირობითა და ცხენოსნობით, რომლის ამსახველია დადიანების კოლექციაში დაცული და დღემდე შემონახული თომას ბლინქსის, შტურგესის, ჰერინგის ინგლისური დოღი, ნადირობის ამსახველი სცენები შესრულებული გრავიურაში. წარმოდგენილია თაბაშირის ოთხი ბარელიეფი წარწერით ,,აშილ მიურატი ბავშვობაში“.

ცნობილია, რომ დავით დადიანის და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი სალომე დადიანი გათხოვილი იყო ნაპოლეონ ბონაპარტის დის შვილიშვილზე- აშილ მიურატზე. სალომე და აშილი საფრანგეთიდან 1868 წელს ჩამოვიდნენ საცხოვრებლად სამეგრელოში, მათ თან ჩამოიტანეს საგვარეულო ევროპული ხელოვნების ნიმუშები . ყუთს სუვენირებისათვის, სახურავზე პასტორალური სცენით, დამზადებულს იტალიაში. აქვეა ფოტოკადრირება, რომელზეც წარმოდგენილია სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შვილიშვილი პატარა აშილი;რესტავრირებულია საინტერესო ექსპონატი, XIX საუკუნის სტერეოსკოპი, რომელიც გვამოგზაურებს სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში.

გამოფენაში გამოფენილია ალბომი, მოვარაყებული ყდით ,რომელშიც იდო გრავიურები საქართველოს ხედებით, ევროპელი მხატვრების მიერ შესრულებული, ნიკო დადიანის საწერილე, გერბითა და წარწერით „ნიკოლოს“ და უფლისწულის საწერი მაგიდის მოწყობილობა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!