ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება


  • 12-13-14 ივლისს, ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ მეექვსედ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, პროზაიკოსები, მთარგმნელები, კინომცოდნეები, რეჟისორები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, “F5“ უკვე 5 წელია იმართება და მისი მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს: პოეზიის საღამოებს, ავტორებთან შეხვედრებს, წიგნის პრეზენტაციებს, პანელ-დისკუსიებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

ფესტივალის ორგანიზატორები: ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

10 − ten =

Akismet ანტისპამი