რუხის საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი განცხადებას ავრცელებს


  • რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ლევან ბულია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“მოგესალმებით, შვიდი თვეა რაც რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყოფნით ჩემი ქვეყნის სამსახურში ვარ, შვიდი თვეა ვაკეთებ იმას რაც ჩემს რეგიონს, მედპერსონალს და პაციენტებს უკეთესობას სძენს, შვიდი თვეა რაც დაუღალავად ვიბრძვი იმისათვის რომ დაწესებულება თავისი უმცირესი პრობლემიდანაც კი გამოსულიყო და თითოეულმა რუხში დასაქმებულმა, მიღწეული პროგრესი იმედი მაქვს რომ ნათლად დაინახა.

ამ ყველაფერს მხოლოდ ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავლის სიყვარულით ვაკეთებდი, იმისთვის რომ ოდესმე გვღირსებოდა სრულყოფილად გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ჰაბი რეგიონის ჯანდაცვის სექტორში და აღარ გავხიზნულიყავით სხვა ქალაქში შველის საძებნელად, ვაკეთებდი იმისათვის რომ საზოგადოებამდე მიმეტანა რეალურად არსებული ის მოცემულობა რასაც ღირსეული ექიმები ჩვენთვის აკეთებენ, ვიბრძოდი იმისათვის რომ პროფესიონალი ადამიანებისადმი ნდობა რომელიც სამწუხაროდ “ბნელმა წარსულმა” ჩვენს მედპერსონალს წაართვა-აღმედგინა & დამებრუნებინა საზოგადოებაში, არასწორი რეპუტაცია რაც რუხის რესპუბლიკურს კოვიდ პანდემიისაგან ერგო მემკვიდრეობით გაგვექარწყლა და რეალობა მიგვეტანა საზოგადოებამდე, დღეს ეს ყოველივე საკმაოდ დიდი დოზით აღდგენილია და ეს თითოეული ჩვენგანის, თუთოეული იმ ადამიანის დამსახურებაა რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, განურჩევლად რუხის რესპუბლიკურის მედპერსონალისა, ადმინისტრაციისა თუ ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებისა რადგანაც მერწმუნეთ რომ სწორედ თითოეულ დეტალშია სრულყოფილებისკენ სწრაფვის გასაღები.

მინდა იცოდეს ყველამ, რომ გულითად მადლობას ვუხდი ყოფილ მინისტრს ბ-ნ ზურაბ აზარაშვილს იმისთვის რომ მომცა შესაძლებლობა ჩემს გუნდთან, თქვენთან ერთად მეკეთებინა ის უდიდესი საქმე რომელსაც რუხის რესპუბლიკურის ძლიერ სამედიცინო დაწესებულებად გამოძერწვა ეწოდება, სწორედ ამ ადამიანის უდიდესი თანადგომითა და ქვეყნისადმი პატრიოტულმა სიყვარულმა განაპირობა რომ, დღეს ჩვენ ეს ყოველივე გაგვაჩნია და რასაკვირველია მოპოვებულს განვითარება სჭირდება!!!

უბედურებაა როცა, მუდმივად ვიგერიებდით ისევ ჩვენივე ,”საზოგადოების’’ ნაწილის საკმაოდ ნეგატიურ წნეხს, ნაცვლად იმისა რომ ისევ ჩვენი ,”საზოგადოებისაგან’’ გვქონდეს მხარდაჭერა და სტიმული იმისა რომ საქმე მეტად უკეთესად ვუკეთოთ ქვეყანას, ნაცვლად იმისა რომ გვქონდეს ჯანსაღი კრიტიკა რაც ყველაფრისთვის სასარგებლოა პროცესის დახვეწის მიზნით, ჩვენ ვიღებთ დეზინფორმაციების კორიანტელს, ადამიანების იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობებს, მავნებლური ინფორმაციების გავრცელებას რაც სიმართლეს არც კი შეესაბამება, სამწუხარო რეალობაა მაგრამ ამას გვერდს ვერ ავუვლით!!! სწორედ ასე, ამ მახინჯი დამოკიდებულებით ხდება რომ გულანთებულ ხალხს უკლავთ სიკეთის თესვის სურვილს, ამით თქვენს მომავალს უთხრით სამარეს და არა ვინმე კონკრეტულ ადამიანებს, მიჩნდება კითხვა- რა გვინდა ხალხნო და რისკენ მივისწრაფით თუ ვიცით ? როცა შენს რეგიონში ვითარდება ასეთი მასშტაბის, ასეთი დონისა და უდიდესი რესურსის მქონე სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება, თუ შენი ქვეყანა გიყვარს და ხარ უბრალოდ ადამიანი, რად ებრძვი მას? რად უთხრი სამარეს? ნუთუ ვერ ძალუცს ადამიანს დაინახოს ის სიკეთე რასაც ეს კლინიკა უკეთებს საზოგადოებას? თუ შეგიძლიათ იპოვოთ ხარვეზი, რად არ მოგეცათ იმის ნიჭი რომ სიკეთე დაინახოთ და ის წაახალისოთ? იცით კი საერთოდ რაოდენ დიდია როლი რუხის რესპუბლიკურისა აფხაზეთის კომფლიქტში დადებითი მუხტის შეტანის კუთხით? იცით რამდენი გადარჩენილი სიცოცხლე დავუბრუნეთ აფხაზეთს და რამდენი მტრულად განწყობილი ადამიანი შემოვაბრუნეთ სიკეთისაკენ? არც იცით და არც გაინტერესებთ ეგაა ცუდი!

რაც დღეს გვაკლია ერს, ქვეყნისა & ერთმანეთის სიყვარულია რომლის გარეშეც ჩვენს შვილებს ვერასდროს ეღირსებათ ის რასაც ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება ეწოდება, რითი უნდა ვაშენოთ ქვეყანა? ზიზღით და ინტრიგით? რუხის წარმატება ვერ დაგვიტევია და ვერ მოგვინელებია.

თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის რომ, უდიდესი ადამიანური რესურსია ინვესტირებული რუხის რესპუბლიკურის ასაღორძინებლად, სრულიად მარტოებმა ეს ბოლო პერიოდი შევძელით ის რომ რუხი უკან არ დაწეულიყო არც-ერთი ნაბიჯით, პირიქით-ბევრის გასაკვირად პროცესი მხოლოდ წინ მიიწევდა და არც-ერთი წამით ფარხმალი არ დაგვიყრია, არც უნდა დაგვეყარა !!!

დავტოვე რუხის რესპუბლიკური, ვულოცავ ბევრს ამ მონაპოვარს და მენანება რომ, ვეღარ მომეცა შესაძლებლობა ბოლომდე ხორცი შემესხა იმ უამრავი წამოწყებული იდეებისათვის, რომლებიც საბედნიეროდ ქვეყნის სიყვარულით აღსავსე და ერთგულ ადამიანებთან ერთად წამოვიწყე, ჩემი საფიქრალი იყო გაბრწყინებული რუხის რესპუბლიკური და მხოლოდ ეს მიქმნიდა მოტივაციას

ჩვენ ისტორიას ვწერდით !!! კარგი ადამიანია ამ ფრაზის ავტორი, მე დავამატებდი რომ ჩვენ კვლავ დავწერთ ისტორიას და ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავუკეთებთ, საჭირო დროს

მუდამ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო -ს ქომაგი ვიქნები, ვიქნები ქომაგი იმ კარგი ადამიანებისა ვინც ქმნის ამ ყველაფერს.”

ინფორმაციისთვის: 18 ივნისს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თანამშრომლებს, კლინიკის ახალი დირექტორი წარუდგინა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სერგო ფიფია უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე, კლინიკაში, სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!