- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეგმიურ შემოვლას აწარმოებენ.
“ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებს მოუწოდებენ თავი შეიკაონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებენ, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. ხოლო, რაც შეეხება მუყაოს ყუთებს, დაკეცილ მდგომარეობაში მოათავსონ მუყაოსთვის განკუთვნილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.”-აღნიშნულია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაფრთხილება: გარემოს დანაგვიანების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ფარგლებში ყველა სამართალდამრღვევ პირს დააჯარიმებენ.