შსს-ს თანამშრომლები UEFA-ს 2024 წლის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას


  • 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების, ასევე, მასპინძელი ქვეყნის პოლიციის დანაყოფებისთვის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიწვეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროებს შორის, განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა.

მიმდინარე წლის 8 ივნისს, ბამბერგის სასწავლო ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 10 თანამშრომელი გაემგზავრება, რომლებიც 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით, სხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებთან ერთად გაივლიან ერთობლივ სასწავლო კურსს.”-აღნიშნულია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!