- დღესაც, უკვე მეხუთედ, გადაიდო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო. დღესაც სხდომაზე არ გამოცხადნენ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები.
მორიგი სხდომა ხვალ, პირველი საათისთვის არის დაანონსებული. საკითხი იგივე რჩება, საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე, მისი ორივე მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენება.