- დღეს, ზუგდიდში, კოსტავას N36-ში გაიხსნა სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი” ჰოლდინგის ახალი ოფისი. კომპანია ფლობს როგორც ჯანმრთელობის, ასევე ქონების, ავტომობილების დაზღვევას.
გაყიდვების საცალო დირექტორმა, ვახტანგ კორძაიამ, დამსწრე საზოგადოებას “ჯი პი აი” ჰოლდინგის სერვისებზე და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ვახტანგ კორძაია: – ჩვენი კომპანია, 20 წელზე მეტია საქართველოს სადზღვევო ბაზარზე ოპერირებს. ზუგდიდში, 2007 წლიდან გვყავს წარმომადგენლები. დღეს, სრულიად ახალი კონცეფციის ოფისი გვინდა შევთავაზოთ მოსახლეობას, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც საცალო, ისე კორპორატიული მომსახურების მიღება, როგორც ბიზნესმენებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. დღევანდელი ოფისის გახსნაზე მოწვეული გვყავს ჩვენი მომხმარებლები, რომლებიც დიდი ხანია ჩვენი დაზღვევით სარგებლობენ და ენდობიან ჩვენს კომპანიას”.