ზუგდიდის საკრებულოს სხდომა მეოთხეჯერ გადაიდო


  • დღესაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც გახარიას პარტიიდან საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე, მისი ორივე მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, კვორუმის არარსებობის გამო, მეოთხედ გადაიდო.

სხდომაზე ისევ არ გამოცხადნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დეპუტატები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მედიას აუწყა, რომ საკრებულოში მოვიდნენ ის მოქალაქეები, ვისი წერილებიც შემოსულია განსახილველად და საკრებულოში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ ღებულობენ პასუხს.

ინფორმაციისთვის: 31 მაისს, ხმაურით ჩაიშალა საკრებულოს სხდომა, ასევე სამ და ოთხ ივნისს, თითო საათით შესვენება გამოცხადდა და შემდეგ გადაიდო. სხდომების გადადების მიზეზი ოთხივე შემთხვვაში არის “ქართული ოცნებისა ” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების გამოცხადებლობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!