“ნორჩი მკვლევარის” 24 რჩეული თემა


დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, “მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები-2016”-ის ფარგლებში ჩაატარა რეგიონული კონფერენცია  “ნორჩი მკვლევარი”.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 24 საუკეთესო თემა, რომელმაც დიდი შთაბჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე, ცალსახად აღინიშნა, რომ კონფერენცია ჩატარდა უმაღლეს დონეზე და თითოეული ნორჩი მკვლევარის მიერ წარმოდგენილი თემა იყო ცალკე განხილვისა და აღნიშვნის ღირსი.

თემების ავტორები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.

კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი გოგოხია და საჯარო მოხელეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. კონფერენციას ესწრებოდა და მონაწილეები დალოცა მამა მალხაზ ჭანტურიამ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!