სამი დღეა გარემოვაჭრეები გზის პირას, რკინის ბარიკადებს გარეთ, თვითნებურად მუშაობენ. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული ადგილებიდან არ აპირებენ წასვლას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება ბოლომდე შესრულებული. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის გადაწყვეტილებას გარევაჭრობის ნებართვის შესახებ, ქალაქ ზუგდიდის მერია ელექტრონულად, რამდენიმე დღეში მიიღებს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათთან იმყოფებოდნენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც მოვაჭრეებს განუცხადეს, რომ აღნიშნულ ადგილებში თუ გააგრძელებდნენ მუშაობას, სავაჭრო ნივთებს ჩამოართმევდნენ.
უკმაყოფილება გამოთქვეს ქვეითად მოსიარულეებმა და მძღოლებმა. ისინი აცხადებენ, რომ მჭიდრო სივრცის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.