ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება


  • დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, მესამე მოსმენით მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს სკანდირებით, “საქართველო! არა რუსეთს!  აფხაზეთი საქართველოა”.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ყოველდღე შეიკრიბებიან იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ.

ინფორმაციისთვის: პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!